logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, "მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე იქნება

30 აგვ 202118:09
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, "მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე იქნება

ფორმულას ინფორმაციით, "მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე იქნება. ამის შესახებ პარტიაში ჯერ არ საუბრობენ. პოლიტიკური პლატფორმის, "მესამე ძალის" პრეზენტაცია დღეს, 30 აგვისტოს 21 საათზეა დაგეგმილი, კანდიდატებს კი პირველ სექტემბერს დაასახელებენ. 

ფორმულამ, ასევე გაარკვია, რომ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა  ვანო მაჭავარიანთან და ხათუნა ლაგაზიძესთანაც, თუმცა არ შედგა.

ჟურნალისტებთან საუბარში სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად "მესამე ძალაში" ერთიანდება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა